Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის მომპოვებელ პლატფორმას


აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია აცხადებს, რომ სულ მცირე 25 მუშა გადაარჩინეს კასპიის ზღვაზე, ნავთობის მოპოვების ცეცხლმოკიდებული პლატფორმიდან. სოკარის მფლობელობაში მყოფ პლატფორმაზე ხანძარი 4 დეკემბერს, გვიან ღამით გაჩნდა, როცა, კომპანიის ცნობით, ძლიერმა ქარმა გაზის ხაზი დააზიანა. ქარის გამო გართულდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესი. კომპანიამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ ხანძრის ადგილიდან გაიყვანეს ყველა მუშა. 5 დეკემბერს კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადარჩენილია სულ მცირე 25 მუშაკი. თუმცა, მან უარი თქვა დაეზუსტებინა რამდენი მუშა იყო პლატფორმაზე ცეცხლის გაჩენის მომენტში.

XS
SM
MD
LG