Accessibility links

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ პირველ გვერდზე აქვეყნებს სარედაქციო მოწოდებას აშშ-ში იარაღზე კონტროლის გამკაცრებისკენ


გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და პირველ გვერდზე განთავსებული სარედაქციო წერილი დაუთმო მოწოდებას აშშ-ში იარაღზე კონტროლის გამკაცრებისკენ. 5 დეკემბერს გამოქვეყნებული სარედაქციო წერილი მოიცავს მოწოდებას იმ ტიპის იარაღის აკრძალვისკენ, რომლებიც კალიფორნიაში მომხდარი სროლის დროს გამოიყენეს. სროლას 14 ადამიანი შეეწირა. სიედ რიზვანმა ფარუკმა და ტაშფინ მალიკმა, ცოლ-ქმარმა, სან ბერნარდინოში მასობრივი სროლა განახორციელეს კანონიერად ნაყიდი, 223-კალიბრიანი თავდასხმითი ცეცხლსასროლი იარაღით. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, სროლის გამოძიება მიმდინარეობს „ტერორიზმის აქტის“ კვალიფიკაციით. წყვილს ასევე ჰქონდა ნახევრადავტომატური პისტოლეტები. აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, მალიკი, სავარაუდოდ, სოციალური მედიით ერთგულებას უცხადებდა ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს. „გარკვეული სახის იარაღის, მაგალითად კალიფორნიაში გამოყენებული, ოდნავ სახეცვლილი საბრძოლო იარაღის, ისევე, როგორც გარკვეული ტიპის ტყვია-წამლის ფლობა უნდა აეკრძალოს სამოქალაქო მოსახლეობას“ - ვკითხულობთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სარედაქციო წერილში.

XS
SM
MD
LG