Accessibility links

მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა ჯარი უნდა გაიყვანოს დნესტრისპირეთიდან


მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნატალია გერმანმა რუსეთს მოუწოდა გაიყვანოს ჯარი სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონიდან. ბელგრადში, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას, გერმანმა თქვა, რუსეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და მონაწილეობა უნდა მიიღოს რეგიონში ამჟამინდელი სამშვიდობო მისიის ტრანსფორმაციაში საერთაშორისო მანდატის მქონე სამოქალაქო მისიადო. გერმანმა დასძინა, რომ უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო მოლაპარაკება დნესტრისპირეთის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. 1999 წელს, ეუთოს შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში რუსეთი აცხადებდა, რომ 2002 წლისთვის გაიყვანდა დნესტრისპირეთში საბჭოთა პერიოდიდან დისლოცირებულ 1500 სამხედროს, თუმცა მას ეს პირობა არ შეუსრულებია. დნესტრისპირეთმა მოლდავეთისგან დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა და მოლდავეთის ჯარებთან 1992 წელს ომი ჰქონდა, რომელსაც 1500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG