Accessibility links

ათობით პირი დაკარგულია, ერთი დაღუპული აზერბაიჯანში ნავთობის პლატფორმაზე ხანძრის შედეგად


აზერბაიჯანის მედიის ცნობით, დაიღუპა ერთი და დაკარგულია სულ მცირე 30 მუშა მას შემდეგ, რაც ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის მოპოვების პლატფორმას კასპიის ზღვაში. აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია სოკარი აცხადებს, რომ მოხერხდა სულ მცირე 32 მუშის გადარჩენა. მიმდინარეობს დაკარგული მუშების ძებნის ოპერაცია.სოკარის მფლობელობაში მყოფ პლატფორმაზე ხანძარი 4 დეკემბერს, გვიან ღამით გაჩნდა, როცა, კომპანიის ცნობით, ძლიერმა ქარმა გაზის ხაზი დააზიანა. ქარის გამო გართულდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესი. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს, გენერალური პროკურორის ოფისის და სოკარის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტის შესახებ დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება.

XS
SM
MD
LG