Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი მიმდინარეობს


სომხეთში ამომრჩეველი მონაწილეობს საკონსტიტუციო რეფერენდუმში, რომელზეც კენჭი ეყრება მთავრობის მიერ მხარდაჭერილ, საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის ინიციატივას. მთავრობამ რეფერენდუმი 6 დეკემბერს მას შემდეგ დანიშნა, რაც პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი გამოვიდა საკონსტიტუციო შესწორების ინიციატივით. მან განაცხადა, რომ ეს ცვლილებები „უფრო ეფექტურს გახდის თანამშრომლობას ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის“ და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვას. სომხეთის ეროვნული კონგრესი და სხვა ოპოზიციური ჯგუფები რეფორმების წინააღმდეგ ატარებდნენ კამპანიას და აცხადებდნენ, რომ ეს ინიციატივა წარმოადგენს სარქისიანის მცდელობას ხელისუფლებაში დარჩეს მას შემდეგ, რაც 2018 წელს ამოიწურება მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა. გასულ კვირაში სარქისიანმა უარი თქვა გამოერიცხა პრემიერ-მინისტრად, ან პარლამენტის სპიკერად დანიშვნის შესაძლებლობა ცვლილებების მიღების შემთხვევაში. ეროვნული კონგრესის წარმომადგენელმა, ლევონ ზურაბიანმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ სომხეთის მოსახლეობის უმეტესობა ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო ცვლილებებს და მთავრობა გაყალბების გარეშე ვერ მოიპოვებს რეფერენდუმში გამარჯვებას.

XS
SM
MD
LG