Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ნავთობის პლატფორმაზე ხანძრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ორი და დაკარგულია 29 ადამიანი


აზერბაიჯანის მთავრობამ 6 დეკემბერს განაცხადა, რომ ხანძრის შემდეგ ნავთობის მომპოვებელ პლატფორმაზე ნაპოვნია მეორე დაღუპული მუშის გვამი და დაკარგულია 29 ადამიანი. კასპიის ზღვაში, პლატფორმაზე ხანძარი შტორმმა გამოიწვია, 4 დეკემბერს, გვიან ღამით. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გლოვის დღე გამოაცხადა დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად. ბაქოში და მის დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ დროშები ნახევრად დაშვებულია. აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია, სოკარი, აცხადებს, რომ მაშველებმა პლატფორმიდან 33 მუშის გადარჩენა შესძლეს. აზერბაიჯანის ნავთობის სექტორის მუშათა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, მირვარი გახრამანლიმ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ დაიღუპა 32 და გადაარჩინეს 42 მუშა. თუმცა სოკარს ეს განცხადება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

XS
SM
MD
LG