Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა თეთრი სახლიდან სიტყვით გამოვა ტერორიზმის საფრთხის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აპირებს 6 დეკემბერს პირდაპირ სატელევიზიო ეთერში მიმართოს ქვეყანას, მისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის და ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების გზების შესახებ - რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში თავდასხმას 14 ადამიანი შეეწირა. მისი გამოსვლა ვაშინგტონის დროით საღამოს 8 საათზე (თბილისის დროით დილის 5-ზე) არის დანიშნული. ობამა ამერიკელების დამშვიდებას და გამხნევებას შეეცდება თავდასხმის ფონზე, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო ტერორიზმის აქტის კვალიფიკაციით იძიებს. ობამას გამოსვლამდე ერთი დღით ადრე „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა შეაქეს წყვილი, რომელმაც სან ბერნარდინოში სროლა მოაწყო - ექსტრემისტულმა ჯგუფმა წყვილი თავის „ჯარისკაცებად“ მოიხსენია. ობამამ 5 დეკემბერს განაცხადა, ამერიკის ტერორიზება შეუძლებელიაო. გამომძიებლები განაგრძობენ ინფორმაციის მოპოვებას თავდამსხმელების, 28 წლის სიედ ფარუკის და მისი 29 წლის პაკისტანელი ცოლის, ტაშფინ მალიკის შესახებ.

XS
SM
MD
LG