Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავა განიხილავს ნატოს ატომური იარაღის განაწილების პროგრამას


პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვარშავა განიხილავს, ითხოვოს თუ არა ატომური იარაღის ხელმისაწვდომობა ნატოს იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ამ ტიპის იარაღის არმქონე ქვეყნების მიერ მათ დროებით მიღებას აშშ-ისგან. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტომაშ შატროვსკიმ, ეს 5 დეკემბერს უთხრა კერძო ტელეარხ პოლსატს. ამ განცხადების ფონია პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში არსებული მზარდი შეშფოთება რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის გაძლიერების თაობაზე, ისევე, როგორც კრემლის როლზე უკრაინის კონფლიქტში. მინისტრის მოადგილის განცხადება წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როცა ოფიციალური პირი ამბობს, რომ ვარშავა ე.წ. „ბირთვული განაწილების“ პროგრამას განიხილავს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. 28-წევრიანი ნატოს შემადგენლობაში მხოლოდ სამ ქვეყანას აქვს ბირთვული არსენალი - აშშ-ს, საფრანგეთსა და ბრიტანეთს. თუმცა ბელგიას, გერმანიას, იტალიას, ჰოლანდიას და თურქეთს ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვთ ბირთვული იარაღი აშშ-ისგან.

XS
SM
MD
LG