Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი გაიმართა


სომხეთში ამომრჩეველმა მონაწილეობა მიიღო საკონსტიტუციო რეფერენდუმში, რომელზეც კენჭი უყარეს მთავრობის მიერ მხარდაჭერილ, საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის ინიციატივას. მთავრობამ რეფერენდუმი 6 დეკემბერს დანიშნა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი გამოვიდა საკონსტიტუციო შესწორების ინიციატივით. მან განაცხადა, რომ ეს ცვლილებები „უფრო ეფექტურს გახდის თანამშრომლობას ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის“ და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანის უფლებების დაცვას. სომხეთის ეროვნული კონგრესი და სხვა ოპოზიციური ჯგუფები რეფორმების წინააღმდეგ ატარებდნენ კამპანიას და აცხადებდნენ, რომ ეს ინიციატივა წარმოადგენს სარქისიანის მცდელობას ხელისუფლებაში დარჩეს მას შემდეგ, რაც 2018 წელს ამოიწურება მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა. გასულ კვირაში სარქისიანმა უარი თქვა, გამოერიცხა პრემიერ-მინისტრად ან პარლამენტის სპიკერად დანიშვნის შესაძლებლობა ცვლილებების მიღების შემთხვევაში. მან 6 დეკემბერს კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგაც არ უპასუხა ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ „ყველა კითხვას არჩევნების შემდეგ გასცემს პასუხს.“

XS
SM
MD
LG