Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუდაური-კობის მიმართულებით ვერ ხერხდება სატვირთო ავტომობილების გადაადგილება


უამინდობის გამო ჟინვალიდან გუდაური-კობის მიმართულებით სატვირთო ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. შედეგად, ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. როგორც მძღოლები აცხადებენ, ადგილზე 4-5 დღეა დგანან და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით ვერ მიდიან. მათივე თქმით, მანქანები რუსეთში გასატანი მალფუჭებადი პროდუქტებით აქვთ დატვირთული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მისაბმელიანი ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოების გამოა შეზღუდული და მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა განაცხადა, გზაზე გაჩერებული მძღოლები სავარაუდოდ ხვალ საღამოსთვის შეძლებენ გადაადგილებას.

XS
SM
MD
LG