Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ კალიფორნიაში მომხდარი თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ კალიფორნიაში, 2 დეკემბერს მომხდარი თავდასხმა, რომელმაც 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ტერორისტული აქტი იყო. შვიდი წლის მანძილზე პირველად ბარაკ ობამამ, თეთრი სახლიდან, სატელევიზო გამოსვლისას განაცხადა, რომ ტერორიზმის საფრთხე „ახალ ეტაპზე“ გადავიდა და მან პირობა დადო, რომ რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აუცილებლად განადგურდება. ობამამ მოუწოდა მსოფლიოს, რომ უარი თქვან რადიკალურ იდეოლოგიაზე და შეუერთდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ამჟამინდელი სტრატეგიაა საჰაერო დარტყმები ერაყსა და სირიაში, ამით შესაძლებელია გამარჯვების მიღწევა და თავიდან უნდა აიცილონ „ძვირადღირებული, ხანგრძლივი სახმელეთო ომი“.

XS
SM
MD
LG