Accessibility links

ბულგარეთში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბულგარეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების - ბოიკო ბორისოვის და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრთა გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. პრემიერ-მინისტრები ბოიკოვი და ღარიბაშვილი ხელს მოაწერენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში ბულგარეთთან თანამშრომლობის მემორანდუმს. გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმიც სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველო-ბულგარეთის თანამშრომლობის შესახებ. სოფიაში ოფიციალური ვიზიტისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევსაც. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

XS
SM
MD
LG