Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა პირობას დებს, რომ გაანადგურებენ "ისლამურ სახელმწიფოს"


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "ტერაქტი" უწოდა კალიფორნიაში გასულ კვირაში მოწყობილ თავდასხმას, რომლის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა. ობამას თქმით, ორი თავდამსხმელი „რადიკალიზაციის ბნელ გზას ადგა“. ვაშინგტონში თეთრი სახლიდან ტელემიმართვით გამოსვლისას, ობამამ გამოთქვა აზრი, რომ ტერორიზმის საფრთხე ბოლო წლებში ახალ ეტაპზე გადავიდა, მაგრამ პრეზიდენტი პირობას დებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს" დაამარცხებენ. „ჩვენ გავანადგურებთ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ და სხვა ორგანიზაციებს, ვისაც სურს, რომ გვავნოს. პირველ რიგში, ჩვენი სამხედროები განაგრძობენ ტერორისტული შეთქმულების მომწყობთა დევნას ნებისმიერ ქვეყანაში, როცა ეს საჭიროა. ერაყსა და სირიაში საჰაერო დარტყმების შედეგად მოქმედების საშუალებას ვუსპობთ „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებს, მძიმე შეიარაღებას, ნავთობის ავტოცისტერნებს, ინფრასტრუქტურას. და პარიზის თავდასხმების შემდეგ ჩვენმა უახლოესმა მოკავშირეებმა, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, გააძლიერეს თავიანთი წვლილი ჩვენს სამხედრო კამპანიაში, რომელიც დაგვეხმარება ისლამური სახელმწიფოს გასანადგურებლად ჩვენი ძალისხმევის გააქტიურებაში“, განაცხადა ობამამ. ის მოუწოდებს მუსლიმებს მთელს მსოფლიოში, უარყონ რადიკალიზმი და „ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგია და ჩაებან ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG