Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში 6 მენავთობე მუშის გვამები იპოვეს


აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, მაშველებმა კიდევ 6 მენავთობე მუშის გვამები იპოვეს, ხოლო 23 ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. 4 დეკემბერს, გვიან ღამით კასპიის ზღვაში მომხდარი ძლიერი შტორმის შემდეგ ნავთობის მომპოვებელ პლატფორმას ხანძარი გაუჩნდა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გლოვის დღე გამოაცხადა დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად. ბაქოში და მის დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ დროშები ნახევრად დაშვებულია.

XS
SM
MD
LG