Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობამ ულტიმატუმი წაუყენა თურქეთს


ერაყის მთავრობამ თურქეთისგან მოითხოვა გაიყვანოს ჯარი ერაყის ჩრდილოეთის არეალებიდან და გააფრთხილა ანკარა, რომ სხვა შემთხვევაში, გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს, ზომები მიიღოს თურქეთის მიმართ. ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდარ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ თურქეთის ჯარები ბაღდადის თანხმობის გარეშე შევიდნენ ერაყში და დღის ბოლომდე უნდა დატოვონ ქვეყნის ტერიტორია .თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარამ 3 დეკემბერს შეიყვანა დამატებითი ჯარი მოსულთან, რათა უკვე იქ მყოფი სამხედროები შეეცვალათ. ერაყში 130 თურქი სამხედროს შეყვანის გამო ერაყში თურექთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნა მიწვეული და პროტესტი განუცხადეს.

XS
SM
MD
LG