Accessibility links

8-9 დეკემბერს გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი


8-9 დეკემბერს ჟენევაში გაიმართება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 30-ე რაუნდი. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებული სიმწვავით დასვამს გაერთიანებული საჯარისო ფორმირების შექმნის თაობაზე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ახლახან გაფორმებული შეთანხმების საკითხს. დავით დონდუას განცხადებით, ე.წ. ხელშეკრულების თანახმად, საჯარისო ფორმირების გამოყენება შესაძლებელია აფხაზეთის გარეთაც, რაც პირდაპირი მუქარა და რეგიონში დესტაბილიზაციის აშკარა ფაქტორია. დავით დონდუას ინფორმაციით, ქართული მხარე განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს ენობრივ დისკრიმინაციაზეც, კერძოდ, ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებში ქართულად სწავლის აკრძალვაზე.

XS
SM
MD
LG