Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი გამოეხმაურა პატიმართა შეწყალების უფლების პატრიარქისთვის გადაცემის იდეას


7 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა პატიმართა შეწყალების უფლების პატრიარქისთვის გადაცემის სურვილს. მან განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით ეს საკითხი დაიხურა. "ამასთან ერთად, ჩვენ უკვე მერამდენედ ვნახეთ ჩვენი პოლიტიკოსების მიერ ქვეყნის და სახელმწიფოს მოწყობის ფუნდამენტური კანონების ბოლომდე გაუაზრებლობამ როგორ შეიძლება შექმნას სირთულეები სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. მგონი ამას უნდა დავაკვირდეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

XS
SM
MD
LG