Accessibility links

logo-print

თბილისში გაუქმდა სოციალური მომსახურების ცენტრები, მათ ნაცვლად შეიქმნა საქალაქო ცენტრი


თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები გაუქმდა და მათ ნაცვლად საქალაქო ცენტრი შეიქმნა. შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. "განხორციელდეს ორგანიზაციული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, უნდა გაუქმდეს სააგენტოს ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრები და შეიქმნას სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი", - ნათქვამია სოფრომაძის ბრძანებაში, რომელიც 4 დეკემბრით თარიღდება. ბრძანება 7 დეკემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებსა და მათ მოადგილეებს შრომითი ხელშეკრულებაც შეუწყდათ.

XS
SM
MD
LG