Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის თვითმფრინავებმა დახოცეს სირიელი სამხედროები


ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების თქმით, რუსეთის ბომბებმა დახოცა სირიის სამთავრო არმიის ჯარისკაცები. სირიამ 7 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა, დეირ ალ-ზორის პროვინციაში, სამხედრო ბაზის დაბომბვაში, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ჯარისკაცი და 13 დაიჭრა. აშშ-ის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ რადარზე ჩანს, რომ ეს თავდასხმა განახორციელეს რუსეთის "ტუ-22 ემ 3-ის" ტიპის ბომბდამშენებმა, რომლებიც მოზდოკის სამხედრო ბაზაზე იყნენ განთავსებული. "რუსეთმა შორი მოქმედების ბომბადამშენებით მოაწყო თავდასხმა დეირ ალ-ზორის ბაზაზე, ჩვენ ასადის რეჟიმთან ომს არ ვაწარმოებთ და არ გვაქვს საფუძველი, სირიის არმიას მივაყენოთ დარტყმა", განაცხადა პოლკოვნიკმა სტივ უორენმა. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სამეთვალყურეო ცენტრმა დაადასტურა, რომ მოხდა თავდასხმა სირიის სამთავრობო ბაზაზე იმ არეალში, სადაც რეჟიმის ჯარი "ისლამური სახელმწიფოს" არმიას ებრძვის.

XS
SM
MD
LG