Accessibility links

logo-print

ავღანეთს პრეზიდენტი: არ არსებობს მტკიცებულება, რომ თალიბანის ლიდერი მკვდარია


ავღანეთს პრეზიდენტის აშრაფ ღანის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ თალიბანის ლიდერი, მოლა ახტარ მანსური მკვდარია. პრეზიდენტმა ეს განცხადება ორშაბათს, 7 დეკემბერს, გაავრცელა. პრეზიდენტის განცხადებას, წინ უძღვოდა შაბათ-კვირას გავრცელებული აუდიო - 16-წუთიან ჩანაწერში მამაკაცი, რომელიც აცხადებს, რომ მანსურია, ამბობს, მის შესახებ ხმები განზრახ გაავრცელეს. აუდიომ თალიბანის რიგებში უთანხმოება გამოიწვია, მის ავთენტურობას მეამბოხეები არ ადასტურებენ. „არ არსებობს მტკიცებულება რომ მანსური მოკლეს, ჩვენ ეს ფაქტი კარგად უნდა გამოვიძიოთ“, თქვა აშრაფ ღანიმ, რომლის განცხადებაც წინააღმდეგობაში მოდის მისი მთავრობის წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG