Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი: წინასწარი მონაცემებით, ევროკომისიის დასკვნა საქართველოსთვის სასიკეთოა


ევროკომისიის დასკვნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ, წინასწარი მონაცემებით, საქართველოსთვის ხელსაყრელი და სასიკეთოა, თუმცა დაველოდოთ ტექსტს - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ქართული მხარისთვის ზუსტადაა ცნობილი ევროკომისიაში, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობაში არსებული განწყობა. „გვჯერა, რომ მიგრაციულ პროცესებსა და ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებული პრობლემები გავლენას არ მოახდენს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებაზე და პირიქით, შესაძლოა, რაღაც საკითხებში დაჩქარებულიც იყოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების ამსახველ ანგარიშს ევროკომისია მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG