Accessibility links

logo-print

ბაიდენი უკრაინის პარლამენტს: არასოდეს ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პარლამენტს განუცხადა, რომ რუსეთმა დაიპყრო სუვერენული უკრაინის ტერიტორია, ყირიმი და ამით დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როცა უკრაინის ნახევარკუნძული უკანონოდ დაიკავა. 8 დეკემბრის გამოსვლაში, ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიო შეჰყურებს უკრაინას და მის ბრძოლას კრემლის დაუნდობელი აგრესიის მიმართ. ბაიდენის თქმით, აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. „21 საუკუნეში ქვეყნებს არ შეუძლიათ, და ჩვენ ვერ დავრთავთ მათ ამის ნებას, ძალით შეცვალონ საზღვრები. ეს არის მთავარი წესი. და თუ ვერ დავიცავთ მას, ერთ დღესაც ვინანებთ. რუსეთმა ეს წესი დაარღვია და დღესაც არღვევს“, თქვა ბაიდენმა, რომელმაც უკრაინელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ მათ ვალდებულება აქვთ სამშობლოს წინაშე, უპასუხონ ისტორიის მოწოდებას და შექმნან გაერთიანებული დემოკრატიული კავშირი, რომელიც დროს ფეხს აუწყობს. ბაიდენის კიევში ჩასვლა მისი უკვე რიგით მეოთხე სტუმრობაა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის და 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის მხარდაჭერის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG