Accessibility links

მიხაილ ხოდორკოვსკიზე ძებნა გამოცხადდა


იუკოსის ყოფილ ხელმძღვანელ მიხაილ ხოდორკოვსკიზე რუსეთის ფედერაციაში გამოცხადდა ძებნა. ცნობით, საგამოძიებო კომიტეტმა შეიძლება მომავალში საერთაშორისო ძებნაც გამოაცხადოს. ხოდორკოვსკი ეჭვმიტანილია ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის, ვლადიმირ პეტუხოვის მკვლელობის საქმესთან კავშირში. 7 დეკემბერს მის მისამართზე მივიდა საგამოძიებო კომიტეტში გამოძახება, რომლის მიხედვითაც ხოდორკოვსკი უნდა დაეკითხათ, როგორც ბრალდებული. იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელის პრეს-მდივანმა, კიულე პისპასენმა თქვა, რომ ხოდორკოვსკი, რომლის მისამართი ცნობილია საგამოძიებო კომიტეტისთვის, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო პროცესში და კავშირზე გავიდეს კომიტეტის წარმომადგენლებთან. პეტუხოვი 1998 წელს მოკლეს. მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს იუკოსის უსაფრთხოების სამსახურის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელს, პიჩუგინს, რომელიც ბრალდებას უარყოფს. საქმის გამოძიება განახლდა კვლავ გაჩენილი გარემოებების გამო. საგამოძიებო კომიტეტში თვლიან, რომ მკვლელობის შემკვეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ხოდორკოვსკი.

XS
SM
MD
LG