Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „მიუღებელს“ უწოდებს ერაყში თურქი ჯარისკაცების ყოფნას


რუსეთი „მიუღებლად“ მიიჩნევს თურქი სამხედროების ერაყში ბაღდადის ნებართვის გარეშე ყოფნას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 8 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში „დაძაბულობის ძალიან სერიოზულ ფაქტორად“ მოიხსენიებს თურქეთის ჯარების „უკანონოდ ყოფნას“ ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულთან. ერაყის პრემიერ-მინისტრი, ჰაიდარ ალ-აბადი აცხადებს, რომ თურქეთის ჯარები ერაყში ნებართვის გარეშე შევიდნენ და ბაღდადი გაეროს უშიშროების საბჭოში წამოჭრის ამ საკითხს, თუ თურქეთი არ შეუდგება ჯარების გაყვანას. მაგრამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლემ ერაყელ კოლეგასთან, იბრაჰიმ ალ-ჯააფარისთან ტელეფონით საუბრისას თქვა, რომ ანკარა ჯერ არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაყვანას. ჩავუშოღლუს თქმით, ანკარამ 3 დეკემბერს გააგზავნა სამხედრო ძალები მოსულთან, იქ უკვე განთავსებული თურქი ჯარისკაცების დასაცავად და ჩასანაცვლებლად. თურქეთი აცხადებს, რომ მისი ჯარისკაცები წვრთნიან ერაყელი ქურთების შეიარაღებულ რაზმებს და სუნიტ არაბ მებრძოლებს მოსულის გარშემო, ვიდრე დაიწყებოდეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მოსალოდნელი იერიში ერაყის ამ ქალაქზე კონტროლის აღსადგენად.

XS
SM
MD
LG