Accessibility links

თალიბებმა 10-მდე ადამიანი მოკლეს ყანდაარის აეროდრომზე თავდასხმისას


ავღანეთში თალიბმა ექსტრემისტებმა იერიში მოაწყეს სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციის აეროდრომზე, რომელსაც ავღანეთისა და ნატოს სამხედრო ძალები იყენებენ. ქალაქ ყანდაარიდან 30-მდე კილომეტრში მდებარე აეროდრომზე თავდასხმა დაიწყო 8 დეკემბრის საღამოს და დღეს დილამდე გაგრძელდა. ყანდაარის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაიღუპნენ, სულ ცოტა, ცხრა სამოქალაქო პირი და ავღანელი ჯარისკაცი, ისევე როგორც სამი თალიბი ექსტრემისტი. ავღანეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლების ცნობით, ბრძოლა აეროდრომზე, რომელიც ავღანეთში სიდიდით მეორე სამხედრო ბაზაა, გათენებამდე ცოტა ხნით ადრე შეწყდა. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმომადგენელი როგორც აცხადებს, არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ მსხვერპლია ბაზაზე მყოფ ასობით უცხოელ სამხედრო მოსამსახურეს შორის.

XS
SM
MD
LG