Accessibility links

logo-print

გაერო არ აპირებს, შეასრულოს რუსეთის მოთხოვნა თურქეთთან მიმართებით


გაეროს უშიშროების საბჭო არ აპირებს პოზიციის გამოხატვას ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის სამხედრო მოსამსახურეების განთავსებასთან დაკავშირებით, ამ ნაბიჯის მიმართ რუსეთის მძაფრი კრიტიკის მიუხედავად. გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა უშიშროების საბჭოში 8 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ვითარებისადმი უშიშროების საბჭოს ყურადღების მიქცევა“. იქვე ჩურკინმა გამოთქვა მოსკოვის შეფასება, რომ თურქეთი „უგუნურად“ მოიქცა, როცა ერაყში ამ ქვეყნის მთავრობის ნებართვის გარეშე განათავსა დამატებითი სამხედრო შენაერთები. ჩურკინის თქმით, ის „იმედგაცრუებულია“ შეხვედრის შედეგით. მანამდე რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს შესთავაზა განცხადების მიღება, რომელშიც გაერო დაადასტურებდა საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფო სუვერენობის პატივისცემას და ამავე დროს გამოვიდოდა ექსტრემისტების დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთიანი ძალებით ბრძოლისაკენ მოწოდებით.

XS
SM
MD
LG