Accessibility links

logo-print

დღეს ჟენევაში, მორიგი შეხვედრა გაიმართება საერთაშორისო მოლაპარაკებების 34-ე რაუნდის ფარგლებში


დღეს ჟენევაში, მორიგი შეხვედრა გაიმართება საერთაშორისო მოლაპარაკებების 34-ე რაუნდის ფარგლებში. შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმებაზე. ქართული დელეგაცია ასევე დააყენებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ადგილობრივ მოსახლეთა გატაცებასა და გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში რეგიონში შექმნილ ვითარებას და ამასთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებებსაც.

XS
SM
MD
LG