Accessibility links

logo-print

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულთა ოჯახის წევრები მოსამართლის მამხილებელ გარემოებებს წარმოადგენენ


კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებული გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას ოჯახის წევრები დღეს, 12.00 საათზე, საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. როგორც მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა განაცხადეს, აღმოჩენილია საქმის ახალი გარემოებები. მათი განცხადებით, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა კორტების განაჩენის მიღების სანაცვლოდ სოლიდური თანხა აიღო ქრთამის სახით. იმის თაობაზე, თუ რატომ გაჩნდა ეს ინფორმაცია, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ აქვთ მამხილებელი დოკუმენტაცია. ამის შესახებ ერთ-ერთი გასამართლებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ ილაპარაკა.

XS
SM
MD
LG