Accessibility links

logo-print

სომხეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გადამდგარი ოფიცერი


სომხეთში დააკავეს გადამდგარი მაიორი, 38 წლის გარიკ მარუთიანი, რომელიც ბრალდებულია აზერბაიჯანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის 9 დეკემბრის განცხადებით, მარუთიანი ეჭვმიტანილია აზერბაიჯანის აგენტებისათვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიწოდებაში, როცა ის სომხეთის შეიარაღებულ ძალებში დაზვერვის ოფიცრად მუშაობდა. მარუთიანს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1990-იანი წლებიდან იწვევს დაპირისპირებას აზერბაიჯანის კუთვნილი რეგიონი, მთიანი ყარაბაღი. ეთნიკურად სომეხმა სეპარატისტებმა სომხეთის დახმარებით დაამყარეს კონტროლი ამ რეგიონზე. კონფლიქტმა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG