Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 37 სამოქალაქო პირი დაიღუპა ყანდაარის აეროდრომზე თავდასხმის შედეგად


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 37 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 30 დაიჭრა სამხრეთში მდებარე ყანდაარის აეროდრომზე 8 დეკემბრის საღამოს თალიბი ექსტრემისტების თავდასხმის დაწყების შემდეგ. თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის, დავათ ვაზირის ინფორმაციით, ერთი ექსტრემისტი ჯერ კიდევ იბრძვის აეროდრომზე, რომელიც ავღანეთში სიდიდით მეორე სამხედრო ბაზაა. ვაზირი აცხადებს ასევე, რომ ცხრა თავდამსხმელი მოკლეს მთელი ღამე გაგრძელებულ ბრძოლაში. ამასთან, ვაზირის არ უთქვამს, დაიღუპნენ თუ არა ავღანელი ან უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები. ხოლო ნატოს წარმომადგენლის ცნობით, ჯერ არაფერს იუწყებიან მსხვერპლზე ყანდაარის ბაზაზე მყოფ ასობით უცხოელ ჯარისკაცს შორის. აეროდრომი ქალაქ ყანდაარის სამხრეთით, 30-მდე კილომეტრში მდებარეობს.

XS
SM
MD
LG