Accessibility links

logo-print

ჟურნალმა „ტაიმმა“ ანგელა მერკელი დაასახელა 2015 წლის ადამიანად


ჟურნალმა „ტაიმმა“ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა 2015 წლის ადამიანად. ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ავტორიტეტიანმა გამოცემამ 9 დეკემბერს თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებისას შეაქო მერკელის, როგორც ლიდერის როლი ევროკავშირში ვალებით გამოწვეული კრიზისის, მიგრანტების კრიზისის და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციით გამოწვეული კრიზისის დროს.

XS
SM
MD
LG