Accessibility links

„ცხადია, მემკვიდრე ყოველთვის ვაჟია!..“


ქუჩაში პირველივე გამვლელმა ქალმა გვითხრა - რა თქმა უნდა, მემკვიდრე ვაჟიაო. მეორემ გვითხრა - ეს რა მოდა შემოიღეთ, რა თქმა უნდა, ქალი უნდა გაისტუმრო და ქონება ვაჟს დაუტოვოო... მესამე გამვლელი მამაკაცი იყო და ხაზგასმით გვითხრა - ქონებას ქალიშვილსაც ვაძლევ, მაგრამ არა იმიტომ, რომ „ფემინისტურ ამბავში ქალი გავაძლიეროო". საქართველოს კანონმდებლობით, კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ჩვენში კანონით სულაც არ ხელმძღვანელობენ. აი, ამაზე საუბრობენ დღეს „გენდერულ ამბებში“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტი თამარ წიკლაური და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთევან შუბაშვილი. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG