Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი რუსეთს ადანაშაულებს სირიაში „ეთნიკური წმენდის“ მცდელობაში


თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ სირიაში ახორციელებს „ეთნიკური წმენდის“ კამპანიას. ამ ბრალდებით გრძელდება ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება, რომელიც მოჰყვა 24 ნოემბერს თურქეთის მიერ სირიის საზღვარზე რუსეთის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებას. პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ დაბომბვის გამო, ეთნიკური თურქომანები და სუნიტები იძულებული არიან, დატოვონ ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ლატაკიის პროვინცია და უსაფრთხო ზონა იქმნება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისათვის და რუსეთის სამხედრო ბაზების დასაცავად. როგორც დავუთოღლუ ამბობს, რუსეთის საჰაერო დარტყმები „აძლიერებს“ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“, რადგან ასუსტებს ზომიერ ოპოზიციას. თურქეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს აგრეთვე,რომ „მზად არის ითანამშრომლოს“ რუსეთთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული 24 ნოემბრის მსგავსი ინციდენტების გამეორება.

XS
SM
MD
LG