Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის თქმით, რუსეთის ხელთაა თურქეთის მიერ გასულ თვეში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შავი ყუთი


პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელთაა თურქეთის მიერ გასულ თვეში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შავი ყუთი. რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს განუცხადა პრეზიდენტმა, რომ არ გახსნან შავი ყუთი და მასზე მუშაობა მხოლოდ უცხოელ ექსპერტებთან ერთად დაიწყონ. შოიგუს განცხადებით, ტერიტორია, სადაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს ,ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს სირიის სპეცსამსახურებმა მეამბოხეებისგან და რუსეთს შავი ყუთი გადასცეს. პუტინის განცხადებით, შავი ყუთი დაეხმარებათ თვითმფრინავის ტრაექტორიის დაზუსტებაში, რაც მოსკოვისა და ანკარის დავის საგანია.

XS
SM
MD
LG