Accessibility links

logo-print

აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ანკარა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს


თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ანკარა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს. მისი თქმით, სიტუაციის ამგვარი განვითარების შესაძლებლობა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. დავუთოღლუს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციებზეა საუბარი. პრემიერმა დასძინა, რომ ანკარა მზადაა მოსკოვთან დიალოგისთვის, მაგრამ ვერ მოითმენს, რომ რუსეთმა თურქეთს საკუთარი ნება მოახვიოს თავს. რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ გარკვეული სახის სანქციები უკვე დააწესა.

XS
SM
MD
LG