Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმართვას მიიღებს


აღნიშნული განცხადებით პარლამენტი ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირს მიმართავს. პროექტში, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" მიერ მომზადდა, საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მადლობას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო და მოუწოდებს დარჩენილ ქვეყანას - ბელგიას, პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ, ხელშეკრულების ყველა ეკონომიკური და სავაჭრო მუხლების სრულად ამოქმედების ხელშესაწყობად. პარლამენტი ევროკომისიას მიმართავს, წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა, რომ მას მოჰყვება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა.

XS
SM
MD
LG