Accessibility links

logo-print

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში კიდევ ერთ ქართველი დაიღუპა


უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. ირაკლი ქუთელია დონეცკის აეროპორტის მახლობლად საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი და დაშავდა 7 მებრძოლი. არსებული ინფორმაციით, ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქება მოხდა დასახლება ოპიტნოესთან, სადაც ქართველი მოხალისეც იმყოფებოდა. მებრძოლები 93-ე ბრიგადაში მსახურობდნენ და ისინი დავალებაზე გადიოდნენ. დაღუპული ირაკლი ქუთელია უკრაინის მოქალაქეა. მომხდარს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ უკლება.

XS
SM
MD
LG