Accessibility links

logo-print

საქართველოს შსს-მ დააკავა ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე


საქართველოს შსს-მ დააკავა ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე ალი რიზა ისლამი, რომელიც, ნიდერლანდების სამეფოს პასპორტით, ლატვიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლას ცდილობდა. დაკავებული ანკარის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში 2015 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. უწყების ინფორმაციით, ამჟამად ალი რიზა ისლამი გადაყვანილია თბილისის დროებითი მოთავსების N1 იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG