Accessibility links

საქართველო და ჩინეთი იწყებენ მოლაპარაკებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ


საქართველო და ჩინეთი იწყებენ მოლაპარაკებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. ჩინურ მხარესთან ურთიერთგანზრახვის მემორანდუმს დღეს პეკინში მოაწერა ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი ინფორმაციით, ორივე მხარე მოწადინებულია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს მოლაპარაკება, რათა კერძო სექტორს მიეცეს ბიზნესისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. „დღეს ჩვენ 800 მილიონიან ბაზარზე გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი, ჩინეთთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი ეს უკვე იქნება დაახლოებით ორი მილიარდ ორას მილიონიან მოსახლეობაზე წვდომა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ტრადიციული დარგებიც უფრო მეტად განვითარდება“ - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

XS
SM
MD
LG