Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბების იერიშის შედეგად ყანდაარის საავიაციო ბაზაზე 50 კაცი დაიღუპა


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანის მებრძოლთა ჯგუფის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 50 კაცი დაიღუპა ქვეყნის სიდიდით მეორე ყანდაარის სამხედრო-საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რომელშიც გარედან შეგზავნილი ექსტრემისტებიც მონაწილეობდნენ. შეტევას, რომელიც 8 დეკემბრის საღამოს დაიწყო, წინ უძღოდა ბაზაზე რამდენიმე თვითმკვლელი მოიერიშის შეჭრა და აფეთქებების მოწყობა. ერთი მათგანი 9 დეკემბრამდე განაგრძობდა ბრძოლას. სამხედრო უწყების მიერ 10 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაღუპულთაგან 38 სამოქალაქო პირია, 10 ავღანელი სამხედრო მოსამსახურეა და ორი პოლიციის თანამშრომელი. მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ბაზის დამცველებმა 11 თალიბი მოიერიშე მოკლეს. იმავე ინფორმაციით საავიაციო ბაზაზე მყოფი საერთაშორისო კოალიციური ძალების მხრიდან არავინ დაღუპულა.

XS
SM
MD
LG