Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედოფლისწყაროში დაცხრილეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი


დედოფლისწყაროში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცხრილეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, წუხელ მომხდარი თავდასხმის შედეგად შენობაში ჩამსხვრეულია შუშები. პარტიის ცნობითვე, დღეს დილით გამოძახებული საპატრულო პოლიცია ადგილზე ერთი საათის შემდეგ მივიდა. ამავე შენობაში მდებარეობს დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა კედელაშვილის ბიურო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე მომხდარი თავდასხმის გამო, შსს-მ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით. ის გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები მუშაობენ.

XS
SM
MD
LG