Accessibility links

logo-print

უკრაინაში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა დივერსანტების ლიკვიდაციის ოპერაციაში


უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის ორი და უკრაინის სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილნი. დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა სპეცდანიშნულების „ალფას“ ჯგუფი, რომლის ორი წევრი სროლის შედეგად დაიჭრა. ერთი დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოპერაციის დროს მოკლეს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელმაც სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფი დივერსიულ საქმიანობას რამდენიმე ქალაქში ეწეოდა. კიევში მდებარე ერთ-ერთი კონსპირაციულ ბინიდან გამომძიებლებმა ოთხი კილოგრამი ტროტილი, ავტომატური იარაღი, დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

XS
SM
MD
LG