Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ქურთების ლიდერი ანკარაში ერდოანს შეხვდა


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 9 დეკემბერს ერაყის ქურთისტანის რეგიონის ლიდერს შეხვდა იმ ფონზე, როდესაც ერაყსა და თურქეთს შორის მწვავდება დიპლომატიური დაპირისპირება,ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის სამხედრო ქვედანაყოფის ყოფნის გამო.ერდოანმა და ქურთისტანის რეგიონის პრეზიდენტმა მასუდ ბარზანიმ განიხილეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლების საკითხი, რაც თურქეთის განცხადებით არის მიზეზი ერაყის ტეროტორიაზე მისი იმ სამხედრო კონტინგენტის განთავსებისა, რომელიც ქურთების სახალხო ლაშქარ ფეშმერგას მებრძოლებს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელწმიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ერდოანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის სამხედრო ტექნიკა და პირადში შემადგენლობა 2014 წლიდან ერაყის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ჰეიდარ ალ აბადის თხოვნის საფუძველზე იმყოფება და ერაყის მთავრობამ მათი გაყვანის საკითხი მხოლოდ გასულ კვირას დააყენა.

XS
SM
MD
LG