Accessibility links

ავღანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი გადადგა პრეზიდენტთან უთანხმოების გამო


ავღანეთის სადაზვერვო უწყების, უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის ხელმძღვანელი რაჰმატულა ნაბილი თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის პრეზიდენტის აშრაფ ღანის პოლიტიკისადმი უთანხმოების გამო. 9 დეკემბერს ნაბილმა გააკრიტიკა ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი პაკისტანში, სადაც აშრაფ ღანი მონაწილეობას ღებულობდა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში. ნაბილი პაკისტანს ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. 10 დეკემბერს ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშრაფ ღანმა უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის ხელმძღვანელის პოსტზე მოჰამად მასუდ ანდაბარი დანიშნა.

XS
SM
MD
LG