Accessibility links

logo-print

ოსლოსა და სტოკჰოლმში ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონია გაიმართება


2015 წლის ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონია დღეს ოსლოსა და სტოკჰოლმში გაიმართება. ოსლოში ნობელის პრემია გადაეცემა ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დემოკრატიის მშენებლობასა და ხელისუფლების სამშვიდობო გადაცემის პროცესში, რაც სამაგალითოა არაბული ქვეყნების სინამდვილეში. სტოკჰოლმში კი ლიტერატურის, მედიცინის, ქიმიის, ფიზიკისა და ეკონომიკის დარგში 2015 წლის ნობელის პრემიებსგამარჯვებულებს შვეციის მეფე გადასცემს. ლაურეატთა შორისააბელორუსი მწერალი ქალი სვეტლანა ალექსიევიჩი.

XS
SM
MD
LG