Accessibility links

logo-print

საქართველომ „პროვოკაცია“ უწოდა რუსეთის მხრიდან საზღვრის დარღვევას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „პროვოკაციულ აქტად“ შეაფასა რუსეთის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევა. საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული ფაქტი ორი დღის განმავლობაში ორჯერ დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა 9 დეკემბრის საღამოს დაარღვია, 10 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს პოლიციის შენობას გადაუფრინა.

XS
SM
MD
LG