Accessibility links

logo-print

სვეტლანა ალექსიევიჩს ნობელის პრემია გადაეცა


სტოკჰოლმში შვედეთის მეფემ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცა ბელორუს მწერალს, სვეტლანა ალექსიევიჩს. 10 დეკემბერს გამართულ ცერემონიალზე ნობელის პრემია ასევე მიიღეს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის და ეკონომიკის დარგებში გამარჯვებულებმა. ნორვეგიაში, ოსლოში, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტს, რომლის ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა „აბსოლუტურ პრიორიტეტად“ არის ქცეული. ალექსიევიჩს აღწერილი აქვს იმ რიგითი ადამიანების ცხოვრება, რომლებიც მეოცე საუკუნის ტრაგედიების მსხვერპლნი იყვნენ. პრემიის მიღების შემდეგ პირველ საჯარო განცხადებაში მან დაგმო უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია და მას „შეჭრა“ უწოდა. 67 წლის ალექსიევიჩმა, რომელიც საბჭოთა უკრაინაში დაიბადა და რომელიც ბელორუსი მამის და უკრაინელი დედის შვილია, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სურს პრემიის მიღებით მოპოვებული პოპულარობა გამოიყენოს არაძალადობრივი რევოლუციის პროვოცირებისთვის „ხალხის გონებაში“.

XS
SM
MD
LG