Accessibility links

logo-print

უკრაინის პოლიციის უფროსი მიიწვიეს ჰოლანდიის საგამოძიებო ჯგუფში


უკრაინის პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე მიიწვიეს ჰოლანდიის საგამოძიებო ჯგუფში, მე-17 საუკუნის, მოპარული ფერწერული ნახატების, საქმის გამოსაძიებლად. ხატია დეკანოიძემ ამის შესახებ, ჟურნალისტებს 10 დეკემბერს განუცხადა, მისი თქმით ის მზად არის დასახმარებლად და ელოდება ოფიციალურ მოწვევას. ვესტფრაიესის მუზეუმიდან, 2005 წელს მოპარული ნამუშევრები, ნაპოვნია დონბასის, უკრაინის კონტროლირებად ნაწილში. უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციის ბატალიონის წევრმა, ერთ-ერთი მოპარული ნახატი, ჰოლანდიის საელჩოს აჩვენა და მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო მოითხოვა, შემდგომში თანხა 5 მილიონამდე შეამცირა. უკრაინის ნაციონალისტურმა ორგანიზაციის განცხადებით, ფერწერული ნამუშევრები მათ ხელთ არ არის, უკრაინის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება.

XS
SM
MD
LG