Accessibility links

logo-print

თინა ხიდაშელი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ვიქტორია ნულანდს შეხვდა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდს შეხვდა. როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებსა და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებში მოსალოდნელ პროგრესს. მისივე განმარტებით, საქართველო ეძებს რაც შეიძლება მარტივ, სწრაფ და ეფექტურ გამოსავალს, გზას იმისთვის, რომ მისი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, უსაფრთხოება უკეთ იყოს დაცული.

XS
SM
MD
LG