Accessibility links

logo-print

გიორგი ქადაგიძე: 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯვა თანაბარი იყო როგორც არასდროს


გასული ორი წლისგან განსხვავებით, 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯვა, როგორც არასდროს, თანაბარი იყო - განაცხადა დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. მისივე თქმით, საბიუჯეტო თანხების თანაბრად ხარჯვის გამო, წლევანდელ ბიუჯეტს ლარის კურსზე გავლენა არ ჰქონია და ფისკალურ ნაწილში ბიუჯეტი ნეიტრალური იყო. გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ სხვა თანაბარ პირობებში ეროვნული ვალუტის კურსზე დამატებით ზეწოლას ეროვნული ბანკი არ ელოდება.

XS
SM
MD
LG